ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პირველკლასელების საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სკოლის რეაბილიტაციის შემდეგ, ეს უკვე ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა.
ამავე სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის განცხადებით, სკოლაში პრობლემები რეაბილიტაციის შემდეგ უფრო შეიქმნა.
„საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა ჭერი. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია“ - ამბობს სკოლის დირექტორი როლანდ ჯიშკარიანი.
მე-2 საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა.