Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს


რუსთავის „ჭყონდიდელის დასახლებაში,“ სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა აშენდეს, ახალგაზრდების ჯგუფმა კარვები გაშალა.

ამ დასახლების მცხოვრებთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს და მოითხოვს, რომ იუსტიციის სამინისტრომ საპატიმრო სხვაგან ააშენოს და არა მათ საცხოვრებელ სახლებთან.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას მოითხოვენ. „ან ჩვენ ჩავალთ მინისტრთან თუ მიგვიწვევს, ან თავად მოვიდეს და მოსახლეობას გაესაუბროს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბადრი ბოკუჩავამ.

ღამის სამი საათისთის კარვებში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პენიტენციური დაწესებულების მშენებლობისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიასთან კარვების გაშლის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები. კარვების მახლობლად პერიოდულად პატრულირებენ პოლიციის ეკიპაჟები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG