Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა


ვიტალი საფაროვი
ვიტალი საფაროვი

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა გ.ს. და ა.კ, რომლებსაც ბრალად ედებათ უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ეროვნული შეუწყნარებლობის გამო. მსგავსი დანაშაული ისჯება პატიმრობით 13-დან 17-წლამდე.

დაცვის მხარე ა.კ-სთვის პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას და გ.ს-ს გათავისუფლებას ითხოვდა.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ თვლიან.

მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის სხდომა 24 აპრილს 14 საათზე დანიშნა.

ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ბარ „ვარშავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.

ვიტალი საფაროვის კოლეგები „ჩართულობის და განვითარების ცენტრიდან“ აცხადებენ, რომ მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან და ამას არც დაკავებულები უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG