Accessibility links

site logo site logo

ჩეჩნეთში ციხიდან გამოუშვეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტი


ჩეჩნეთში ციხიდან გამოუშვეს ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი, რომელმაც სამი წელი დაჰყო პატიმრობაში ნარკოტიკების შენახვისათვის. ის ყოველთვის უარყოფდა ბრალდებას.

გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ყოფილმა კორესპონდენტმა 30 აპრილს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩეჩნეთში მდებარე ჩერნოკოზოვოში.

გერიევი ამბობს, რომ მოიტაცეს, ცემეს და ბრალად წაუყენეს ზურგჩანთაში მარიხუანის შენახვა. ის 2016 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს პატიმრობა მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს.

მოსკოვში დაფუძნებულმა ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, გერიევი ჟურნალისტობისათვის „დასაჯეს“.

ეს ჟურნალისტი ცნობილია რეპორტაჟებით ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG