Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი დაინიშნა


დევიდ მორისონი
დევიდ მორისონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა.

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.

„სიტყვა ომბუდსმენი ნიშნავს წარმომადგენელს. მე ვიქნები გარემოს წარმომადგენელი. მოხარული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემ თავზე იმიტომ, რომ გარემოს სჭირდება წარმომადგენელი, სჭირდება ვიღაც, ვისაც მისი სწამს, ვინც მას გვერდში დაუდგება. მე იურისტი ვარ განათლებით და ამიტომ გარემო იქნება ჩემი კლიენტი“, - განაცხადა დევიდ მორისონმა ბოტანიკურ ბაღში გამართულ წარდგენაზე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში.

2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG