Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: პარლამენტმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე


„ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე“, - ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოსაზრებას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე.

„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელთა მიღწევაც ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG