Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს მშენებლობებზე 10 მუშა დაიღუპა


2019 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. ბოლო შემთხვევა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 14 მაისს მოხდა.

მათ შორის:

  • 15 თებერვალს, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა.
  • 14 მარტს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
  • 16 მარტს, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის #12-ში მშენებარე კორპუსიდან, სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა.
  • 30 მარტს, ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ის ადგილზე დაიღუპა.
  • 31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე, მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა.
  • 14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG