Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით.

მიუხედავად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი განცხადებისა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უბნებისთვის სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემით კანონი არ დაურღვევია, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ცესკომ შეცდომა აღიარა.

გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მირანდა მესხი არჩევნების გაყალბებას ცდილობს, რისთვისაც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თუ ცესკო მირანდა მესხს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს, ამას თავად მიაღწევენ. ნაყოფიას განცხადებითვე, არჩევნების გაყალბების პროცესში ჩართულია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG