Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული ნაგავსაყრელი ჭოგნარში აღარ მოეწყობა


საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა. კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.

"ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება სხვა ადგილის მოძებნაში, რომ იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება... ადგილი უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით.

ანუ ყველა კრიტერიუმი რომ იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე, უნდა იყოს ყველანაირად შესაბამისობაში მოყვანილი ჯერ კანონმდებლობასთან და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან ",- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ მათ საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევდა. კომპანია კი ირწმუნებოდა, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნებოდა და მოსახლეობას და გარემოს ზიანს არ მიაყენებდა.

ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG