Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს დღესაც განაგრძობენ


ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება 16 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკებებს დღეს 15 საათიდან განაგრძობენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის განცხადებით, კომპანია მზადაა მაღაროელთა წარმომადგენლებთან ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ხელფასის ზრდის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების პროცესში დღეიდან, 17 მაისიდან მედიატორი ჩაერთვება.

ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილი 15 მაისიდან გაიფიცა. გაფიცულთა მოთხოვნებია ხელფასის 50%-ით გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG