Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო


ჭიათურაში უვადო შიმშილობა დაიწყო 15-მა მაღაროელმა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობასა და მუნიციპალიტეტის მერიის შენობას შორის მდებარე სკვერში არიან შეკრებილები.

მაღაროს თანამშრომლებმა შიმშილობის დაწყება კომპანიის სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ გადაწყიტეს.

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50%-იან ზრდას მოითხოვდნენ.

როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას. ქალაქის თეატრის დარბაზში გამართული შეხვედრის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმმა მმართველმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ოთხშაბათამდე მოსაფიქრებელი დრო ითხოვა.

ამ წინადადებას გაფიცული მაღაროელების ნაწილის პროტესტი და შიმშილობის აქცია მოჰყვა.

პაატა სამხარაძის თქმით, ამ დროისთვის კომპანიის არც ერთი საწარმო არ მუშაობს.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში 3500-მდე ადამიანია დასაქმებული. მაღაროელთა საშუალო ანაზღაურება კი 600 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG