Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

55 წლის ალპინისტმა ავთანდილ ცინცაძემ ევერესტი დალაშქრა


საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე მეთერთმეტე ქართველია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი, დაიპყრო. 55 წლის ალპინისტი ინტერნაციონალურ ექსპედიციაში 2 აპრილს ჩაება, ბრიტანელ, სამხრეთკორეელ, ინდოელ და ნეპალელ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად. ექსპედიციის მეთაური კანადელი კლეიტონ მეთიუსი იყო. ჯომოლუნგმაზე (8848 მეტრი) ჯგუფი 16 მაისს ავიდა.

დედამიწის სახურავად წოდებულ მწვერვალზე ქართველი ალპინისტებიდან პირველი რომან გიუტაშვილი ავიდა 1991 წელს. ასევე ქართველებს შორის რეკორდსმენი კი გია თორთლაძეა, რომელმაც ევერესტი სამჯერ დალაშქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG