Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი "ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ მაღაროელებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

„მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის საკითხის კომენტირებისას. მისი ინფორმაციით მაღაროელებმა კომპანიისგან მიიღეს შეთავაზება და მასზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების ობიექტურ და სამართლიან მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება სამედიცინო მომსახურება, ადგილზე კვება და სხვა საკითხები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი შეფასებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმოა ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.

მერვე დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ, მათგან 14 მაღაროელი ექვსი დღეა შიმშილობს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის შენობის გვერდით მდებარე სკვერში, მოშიმშილეთა კარვებია გაშლილი.

XS
SM
MD
LG