Accessibility links

site logo site logo

ტექდათვალიერების გარეშე მოძრავი ავტომობილები, შესაძლოა, სამ დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ


„ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ“, - აცხადებს შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, შს სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს.

"დღეს არსებული მდგომარეობით, მძღოლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ტექნიკური ინსპექტირება, ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ. ეს არის შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან. რაკიღა კანონში არ არის დაკონკრეტებული დაჯარიმების ზუსტი პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, პარლამენტში შევიტანთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც არ გაუვლია ან ვერ გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულოა ყველა ტიპის ავტომობილისთვის. ხარვეზის მქონე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას არ შეწყვეტენ, დაჯარიმ­დე­ბი­ან რო­გორც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, ასე­ვე ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG