Accessibility links

site logo site logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში ქართველები მასობრივად არ დაუკავებიათ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს არ მომხდარა მასობრივად; . „ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

„ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს“, - აღნიშნულია საგარო უწყების განცხადებაში.

ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დაკავების თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თავად ემიგრანტებმა მიაწოდეს. მათი ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG