იაპონიის ქალაქ ოსაკაში დასრულდა „დიდი ოცეულის“ სამიტი, რომლის თემებს შორისაც იყო დაძაბულობა გლობალური ვაჭრობის გარშემო.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, ეძიონ, საერთო რაც აქვთ და არა ის, რაც მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს.
„დიდი ოცეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ წევრი ქვეყნები უნდა გაუძღვნენ ძლიერ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას“, განაცხადა აბემ 29 ივნისის დასკვნით პრეს-კონფერენციაზე.
მანვე შეაქო აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი, ერთმანეთთან შეთანხმებისათვის, რომ განაახლებენ მოლაპარაკებას ვაჭრობის სფეროში დაძაბულობისათვის ბოლოს მოსაღებად.
სამიტის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში აღიარებენ, რომ გაზრდილია „ვაჭრობის გარშემო და გეოპოლიტიკური დაძაბულობა“.
„დიდი ოცეულის“ ყველა ქვეყანამ, გარდა შეერთებული შტატებისა, დაადასტურა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის შესახებ პარიზის ხელშეკრულების მხარდაჭერა.