Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: „მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ იქმნება „ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც „მთავრობის დაქვემდებარებაში“ იქნება.

ამის შესახებ ბახტაძე ფეისბუკში წერს, რითაც, მისივე განმარტებით, ეხმაურება სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე. ღია წერილის ადრესატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

ტექსტში არ არის ნახსენები პარლამენტთან შეკრებილების, მათ შორის მოშიმშილეების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარის გადადგომის შესახებ.

"ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა", ნათქვამია ტექსტში.

ბახტაძე აქებს ახალგაზრდების „კონსტრუქციულ“ პოზიციას საქართველოში „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, იხსენებს საარჩევნო ბარიერის გაუქმებას და ამბობს იმასაც, რომ ახალგაზრდული პლატფორმა „გააერთიანებს ახალგაზრდობისათვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას“.

ამასობაში თბილისში, პარლამენტის შენობასთან დასრულდა საპროტესტო აქციების მე-11 დღე, რომელზეც ისევ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და გამოაცხადეს, რომ აქცია 1 ივლისის საღამოს განახლდება.

XS
SM
MD
LG