Accessibility links

site logo site logo

საპროტესტო აქცია გორში


"გადადგეს ჯალათი გახარია"- ამ მოწოდებით აქცია გაიმართა გორში, სტალინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის ორგანიზატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". პარტიის აქტივისტებს ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, რომლებმაც სკვერთან ახლოს რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს. ისინი რამდენიმე წუთით გადასასვლელზე არსებულ ზებრაზე შეჩერდნენ და საპატრულო პოლიციის გამოჩენისთანავე გზა გაათავისუფლეს. ახალგაზრდები რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და აცხადებენ რომ მმართველობის ეს სისტემა რაც ამჟამად საქართველოშია უნდა დაინგრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG