Accessibility links

site logo site logo

„მივალთ ყველგან, სადაც გახარია მივა“ -  აქციის მონაწილეები პარტიზანულ ტაქტიკაზე გადადიან


„მივალთ ყველგან, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა თანამდებობის პირები მივლენ. იქნება აქციაც, რომლის პარალელურად პროტესტი პარტიზანული ტაქტიკით გაგრძელდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ აქციის მუხტი არ დაეცეს, ფორმატში ცვლილებებია საჭირო.

„ყოველ საღამოს დიდ მონიტორზე ვაჩვენებთ ფილმებს რუსულ ნარატივზე. იქნება წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები. ვილაპარაკებთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები უკვე ორი კვირაა გრძელდება. ახალგაზრდების სამი მთავარი მოთხოვნიდან ორი - 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მთავრობამ დააკმაყოფილა.

რჩება ერთი - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა. აქციის მონაწილეები სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამით რუსთაველზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს ათობით ადამიანის დაშავებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG