ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ტელეკომპანია დატოვოს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში " 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.
დღეს, 8 ივლისს "რუსთავი2"-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას 2 თვით შეუჩერა უფლებამოსილება.