Accessibility links

site logo site logo

პარლამენტთან აქცია გრძელდება, შიმშილობა შეწყდა


პარლამენტთან ოცდამეოთხე დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. მოშიმშილე დემონსტრანტები, ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებულნი გახდნენ შიმშილობა შეეწყვიტათ. ბასილაიასთვის 13 ივლისი შიმშილობის მე-19 დღე იყო, სიხარულიძისთვის - მე-17.

აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით „სირცხვილია“, და ერთადერთი მოთხოვნაა გახარიას გადადგომა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება და ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG