Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართლის დედამ თვალზე ხელი აიფარა


17 ივლისს, ღამით, თბილისში საპროტესტო სტენსილი გაჩნდა.

რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე, ქუჩის მხატვარმა ქართლის დედა დახატა.

ქართლის დედა ცალ თვალს ხელით იფარავს. სტენსილის ავტორის ვინაობა უცნობია.

აკრული თვალი ივნისის აქციების სიმბოლოს იქცა. 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირზე ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკება სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა.

მარცხენა ხელი, რომელშიც მონუმენტს ღვინის თასი უჭირავს, სტენსილის ავტორმა ქართლის დედას თვალზე ააფარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG