Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქუჩებში საპროტესტო პოსტერები გამოჩნდა


ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს. პოსტერებზე ცალ თვალზეხელაფარებული ადამიანების ფოტოებია გამოსახული.

„უკვე ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ“,- ესაა პოსტერების მთავარი გზავნილი.

დღეს ერთი თვე შესრულდა თბილისში 20 ივნისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლიდან.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG