Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში: ოქრუაშვილი არის რეგვენი


„ოქრუაშვილი არის რეგვენი - ესაა ჩემი კომენტარი", - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„რა მითხრეს იცით?! ჩვენ გავაკეთებთ ხელმოწერის ანალიზსო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდება, როცა ფულს გადაიხდიო. ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე, ადრე გადავიხადო და მიიღოს პასუხი. შემიძლია გვიან გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ, ღმერთის მეშინია. უბრალოდ ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი".

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 24 ივლისს საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის რამდენიმე თვეა ითხოვს ქიბარ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებას, რათა დადგინდეს ხელმოწერის ნამდვილობა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG