პარლამენტში „რუსთავი2-ის“ დამფუძნებლებთან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის კითხვაზე, რა ღირდა „რუსთავი 2“, დავით დვალმა უპასუხა:
„კომპანია „ნიუსკორპმა“ 2001 წელს ჩაატარა აუდიტი. მერე აღმოჩნდა, რომ მის უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა. როგორც კი ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოლაპარაკება შევწყვიტეთ. თან ამ პერიოდში მოხდა გიორგის სანაის მკვლელობა და ისედაც დაძაბული მდგომარეობა იყო. ბადრიმ ამის შემდეგ ჩამოაყალიბა „იმედი“, რომლის მიზანი „რუსთავი 2-ის“ ჩაძირვა გახლდათ. მანამდე „რუსთავი 2“ ძალიან წარმატებული კომპანია იყო, იმდენად რომ კიდევ ერთი წარმატებული კომპანია „ჯორჯიან ონლაინი“ დავაარსეთ. ჩვენ გარკვეული პრობლემები წარმოგვეშვა [„იმედის“ გამო] მაგრამ ვფარავდით. მოდით, თქვენით შეაფასეთ, რა ღირდა „რუსთავი 2“. ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებამ პატარაკაციშვილს „იმედის“ სანაცვლოდ რკინიგზის გადაცემა შესთავაზა, ანუ მილიარდს აძლევდა. თქვენით წარმოიდგინეთ რა ღირს ტელევიზია. ისე, ჩვენებაში ყველას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვაქვს მითითებული 50 მილიონი დოლარი“.