Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი იმნაიშვილს „რუსთავი 2“- ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს


არხის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის კოლექტივს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარუდგინა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად მისი დანიშვნის შესახებ პაატა სალიამ განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ირაკლი იმნაიშვილი საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ ტოკ-შოუ წამყვანად, მის linkedin-ის პროფილიზე ახლაც მითითებულია, რომ იგი არის „BBC“-ს პროდიუსერი. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული პერიოდი კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და ამ დრომდე იქ ცხოვრობენ. ორივე მათგანი ბოლო დრომდე BBC-ის თანამშრომლები იყვნენ.

XS
SM
MD
LG