Accessibility links

კომედი ჯგუფი "რუსთავი 2"-ზე რჩება. ვის მიაქვს "კომედი არხის" სიხშირე?


"კომედი ჯგუფის" ნაწილი ისევ "რუსთავი 2"-ში რჩება. ამის შესახებ "კომედი ჯგუფის" კოლექტივმა ფეისბუკზე გაავრცელეს განცხადება.

"რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.

გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით", - წერია განცხადებაში.

"კომედი ჯგუფის" ინფორმაციით სრული დატვირთვით დაბრუნდება ძველ სიხშირეზე "კომედი არხიც". 2019 წელს "კომედი არხი" "მესამე არხად" გადაკეთდა. ეს სიხშირე იყო და არის შპს "რუსთავი 2"-ის საკუთრებაში, ისევე როგორც ტელეარხი "მარაო".

პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2019 წელს "რუსთავი 2"-ის ძველმა მენეჯმენტმა "კომედი არხის" სახელით სხვა სიხშირე დაარეგისტრირა. როგორც რადიო თავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ყოფილმა იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუმარტა, სწორედ ეს არის ის სიხშირეა, რომელიც ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ "მთავარ არხად" გადაკეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG