ბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
დაკავებულია მამაკაცი. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.