Accessibility links

დიღმის ტყე-პარკში გარემოს დამცველებმა კარვები გაშალეს


დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე "ახალგაზრდა მწვანეებმა" კარვები გაშალეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პარკის ტერიტორიაზე შეყვანილია სპეციალური სამშენებლო ტექნიკა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება.

დიღმის ტყე-პარკში კომპანია „ანაგი“ მრავალფუნქციური შენობის „ორანჟერეის“ აშენებას აპირებს.

2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი განესაზღვრა.

მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კომპანია „ანაგს“ ამ ტერიტორიის ნაწილზე, თავის კუთვნილ ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება შეუძლია, რასაც გარემოს დამცველების გარდა, დიღმელებიც ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ახალი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკთან და დააზიანებს მათ საჯარო ინტერესს.

7 სექტემბერს, საღამოს "ახალგაზრდა მწვანეები" დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG