Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური


თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების 5-ათასლარიანი გირაოთი და შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად.

„ფეხი ცუდ მდგომარეობაში მაქვს. იმ დონემდე მივალ საბოლოოდ, რომ შეიძლება ვეღარც ავდგე. შვიდი წლის შვილი მყავს და მისი პატრონი არავინაა. გამქცევი არსად ვარ“, - განაცხადა ლევან ჯიქურმა.

ჯიქურის ადვოკატი შუამდგომლობისას, გარდა გირაოს გადახდისა, ამბობდა, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად იყვნენ, შინაპატიმრობის პირობაზე დათანხმებულიყვნენ და იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო ეჭვები მიმალვის საფრთხის გამოყენებასთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის გადაეცათ ჯიქურის პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთის პასპორტი.

მოსამართლის არგუმენტი წინასწარი პატიმრობის გირაოთი არშეცვლის გადაწყვეტილებისას იყო ის, რომ საქმეში არ იკვეთება ახალი გარემოებები, რის გამოც წინასწარი აღკვეთის ფორმა შეცვლას საჭიროებდა. ჯიქურმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ პატიმრობისას არ ეძლევა ჯანმრთელობის სერვისების გამოყენების საშუალება და ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ციხეში იღებს, "ძილის წამლებია", შესაბამისად, არ შეუძლია წარადგინოს დოკუმენტები თავისი ჯანმრთელობის გაუარესების დადასტურების შესახებ. ლევან ჯიქური 20 ივნისის ღამის შემდეგ მკურნალობდა ღუდუშაურის საავადმყოფოში. სასამართლო პროცესების დასაწყისში ის ეტლის გარეშე, თავისით გადაადგილდებოდა, ბოლო სხდომებს კი ეტლში მჯდომი ესწრება.

რას ითხოვს 20-21 ივნისის ღამის ერთ-ერთი პატიმრის ოჯახი?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

ლევან ჯიქურს 20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

XS
SM
MD
LG