Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40-მდე ტყიბულელმა მეშახტემ გასული ღამე შახტებში გაატარა - პროტესტი გრძელდება


ტყიბულელი მეშახტეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან
ტყიბულელი მეშახტეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

წუხანდელი ღამე ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში 40-მდე ადამიანმა გაატარა. მეშახტეები შიმშილობის აქციას შახტებში განაგრძობენ. საპროტესტო აქციის ამ ზომას მათ გუშინ, 24 სექტემბერს მიმართეს. ისინი აქციის შეწყვეტაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ და არ ექნებათ სახელმწიფოსგან გარანტია იმის შესახებ, რომ აღდგება ქვანახშირის მოპოვების პროცესი.

გუშინ ვერ შედგა შეთანხმება მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის. ტყიბულელი მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს დაჰპირდა,რომ მოლაპრაკებების შედეგის შესახებ ინფორმაციას მათ თვის ბოლოსთვის მიაწვდის. ამ დაპირების მიუხედავად, მეშახტეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

ტყიბულის ცენტრში, ქალაქის მერიასთან ამ დროისთვის მეშახტეები იკრიბებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ საპროტესტო აქციას შეუერთებიან სხვა ობიექტების წარმომადგენლებიც.

XS
SM
MD
LG