Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა შვილის ქორწილში გადაღებული ვიდეოს გამო კაცს ბოდიში მოახდევინა


ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა საჯარო ბოდიში მოახდევინა და მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა ჩეჩენი მამაკაცი, იმის გამო, რომ ის ქალიშვილის ქორწილში გადაღებულ ვიდეოში ჩანდა.

მთავრობის სხდომაზე კადიროვმა განაცხადა, რომ ამ კაცის საქციელი ჩეჩნური ტრადიციებისთვის შეუფერებელია. როდესაც ქალიშვილი თხოვდება მამა ხალხში არ ჩნდება.

კადიროვმა ისიც დაამატა, რომ არავის მისცემს ჩეჩნური ტრადიციების იგნორირების უფლებას.

მომდევნო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მამაკაცი ბოდიშს იხდის „შეუფერებელი საქციელის“ გამო.

„ჩვენი მამები და ბაბუები ასე არ იქცეოდნენ. ეს არავის ამშვენებს და არ უნდა გამეკეთებინა, უღირსი საქციელი ჩავიდინე“, - განაცხადა მან და ჩეჩენ ხალხს პატიება სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG