Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: "დიალოგი არის გადამწყვეტი კონფლიქტის მოგვარებისთვის"


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება ევროკავშირი, რომლის სპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ავრცელებს განცხადებას. გთავაზობთ დოკუმენტის არაოფიციალურ თარგმანს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ამ დილით გამართული შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესამსუბუქებლად და მოქალაქეებზე ამ დაძაბულობის ზეგავლენაზე სამსჯელოდ. დიალოგი არის გადამწყვეტი კონფლიქტის მოგვარებაში, რასაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს.

წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს კონსტრუქციული როლი საქართველოს იმ მოსახლეობისთვის ვითარების შესამსუბუქებლად, რომელსაც კონფლიქტი შეეხო. ამ მხრივ, არსებითია რომ მათი უფლებები, მათ შორის - გადაადგილების უფლება, სრულად იყოს დაცული.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG