Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის დედაქალაქში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა


ბაქოში პოლიციამ ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა საპროტესტო გამოსვლის დროს.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, 19 ოქტომბერს დაკავებულთა შორისაა აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის ლიდერი, ალი ქერიმლი. საგამოძიებო რეპორტიორი, ხადიჯა ისმაილოვა იტყობინება ბაქოდან, რომ პოლიციამ დაკეტა მეტროს სამი სადგური, რათა დემონსტრაციის მონაწილეებს ადგილზე მისვლაში ხელი შეშლოდათ. ისმაილოვას ცნობით, მთელ ქალაქში არ მუშაობდა საინტერნეტო კავშირი.

უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლება იმის გამო, რომ არ აძლევს ოპოზიციას მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში შეკრების თავისუფლების მიმართ აშკარა სიძულვილის ჩვენებას“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, სამხრეთ კავკასიაში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ხელმძღვანელმა, ტვიტერის საშუალებით.

XS
SM
MD
LG