Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთს გადასცა კიბერთაღლითობაში ბრალდებული "ჰაკერი"


აქცია თბილისში, იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით. 18 ოქტომბერი, 2019 წელი.
აქცია თბილისში, იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით. 18 ოქტომბერი, 2019 წელი.

საქართველომ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სუმბაევს ექსტრადიციის ბრძანება 15 ოქტომბერს ჩაბარდა. ის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 24 ოქტომბერს დილით გაიყვანეს და რუსეთის სამართალდამცველებს გადასცეს.

"ყველამ დაე იცოდეს, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეც - მათ შორის, რუსეთის ფედერაციის - არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი... ეს ვერ იქნება ოაზისი იმისთვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აგრძელებს:

"[ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას".

ევროსასამართლოს წერილში - რომელიც რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროდან მიაწოდეს - წერია, რომ სასამართლო "არ აღკვეთს აპლიკანტის [იაროსლავ სუმბაევის] გადაცემას".

რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. სუმბაევის უფლებადამცველი მისი ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო, რადგან, მისი აზრით, რუსეთში "რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები”.

რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ. ბილეთების საქმეს იძიებდა გამომძიებელ ევგენი შიშკინას გუნდი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. შიშკინას ოჯახის ადვოკატი BBC-ს რუსულ სამსახურთან ამბობდა, რომ იაროსლავ სუმბაევი მთავარი ეჭვმიტანილია გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზებაში, რაც სავარაუდოდ, ინტერნეტით განხორციელდა.

წაიკითხეთ: "რუსი ჰაკერის" საქმე: ადვოკატი ექსტრადიციის შეჩერებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG