Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: სინოდის სხდომიდან მეუფე პეტრე ხელით გავიყვანეთ


ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე უხამსად მოიქცა და სინოდის წევრები იძულებულები გახდნენ იგი სხდომათა დარბაზიდან ხელით გაეყვანათ.

„ჩვენ ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის და მით უმეტეს პატრიარქისთვის ეს არ არის მხილების ფორმა. საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება, ხოლო ცილისწამებაა, როდესაც ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და წმინდა სინოდს, რომ შემდეგ წარმოადგენ არგუმენტებს”, - მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიასთან განაცხადა, რომ პეტრე ცაავა ეკლესიისგან მთლიანად არ მოკვეთილა, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის მოვალეობისგან და საბოლოო დასკვნა გადაწყვეტილების შესახებ სინოდის ოქმში აისახება.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG