Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ


გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ბლოკის თანამშრომლებმა 7 ნოემბრიდან, ხელფასის 50 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვა დაიწყეს. აქცია თბილსრესის ტერიტორიაზე ჩატარდა.

როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, ადმინისტრაცია მათ ხელფასის გაზრდას იანვრიდან 15-20 %-ით ჰპირდება, თუმცა გარანტიას ვერც ამაზე იძლევა. ამიტომ მუშები გეგმავენ გაფიცვა გააგრძელონ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასი 50 %-ით გაიზარდოს, არ დაკმაყოფილდება.

სადგურის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ანაზღაურების გაზრდა სემეკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ სემეკი არ გაზრდის ელექტროენერგიის რეგენერაციის ტარიფს, დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდა ვერ მოხერხდება.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სემეკთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მუშებმა შენობა ისე დატოვეს, რომ შეთანხმებას ვერმიაღწიეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი ანაზღაურება არ გაიზარდა, გაფიცვა და საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

თბილსრესში დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება 400-დან 800 ლარამდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG