Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული მარში" კინოჩვენების წინააღმდეგ "სირცხვილის დერეფანს" ამზადებს


სანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარში“ გეგმავს ე.წ. სირცხვილის დერეფნის და ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, რათა არ დაუშვას მაყურებლის დასწრება ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებაზე.

„16 საათზე დაიწყება „ქართული მარშის“ საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუ გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას. ბრეგაძის ინფორმაციით, მსგავსი საპროტესტო აქციები ბათუმშიც გაიმართება. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარში“ ეწინააღმდეგება გეი პროპაგანდას და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს იწყება.

XS
SM
MD
LG