Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა ჯეირანაშვილი: ვფიქრობ, არ არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას განიცდიან


გოჩა ჯეირანაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, გოჩა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ექცევიან.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური გავლენა არც განხორციელებულა და ვერც განხორციელდება ჩემზე. ინდივიდუალურად რომელი მოსამართლე რას განიცდის, ჩემთვის უცნობია. მე ჩემს კოლეგებს ვისაც ვიცნობ, ასეთი დაქვემდებარება არც ერთი მოსამართლის მხრიდან არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოსამართლეები არ არსებობენ“, - განაცხადა გოჩა ჯეირანაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვის პასუხად. „მაშინ გამოდის, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებში, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი შეფასებები მცდარია“, - შენიშნა გიორგი კანდელაკმა, რაზეც გოჩა ჯეირანაშვილმა უპასუხა: „მე მინდა, რომ ამ ანგარიშებში შეფასებები იყოს მცდარი“.

საქართველოს პარლამენტში დღეს, 8 ნოემბერს, დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ბოლო, მეოცე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს კენჭს პარლამენტის სხდომაზე უყრიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG