Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია "ამირანთან" შეკრებილ ჯგუფებს დაშლისკენ მოუწოდებს


კინოთეატრ „ამირანთან“ მობილიზებული პოლიციელები ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგე, რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია და დაემორჩილონ მათ კანონიერ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებენ. ადგილზე იმყოფებიან სპეცრაზმელებიც.

რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები მოთხოვნას არ ემორჩილებიან, პერიოდულად მაშხალებს ისვრიან, სკანდირებენ „სირცხვილი, სირცხვილი“ და „საქართველო, საქართველო“ და კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ.

ქართულ-შვედურ ფილმს გეი პროპაგანდად მიიჩნევენ „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის მეთაურობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად.

ფილმის ჩვენება 19:30 უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG