Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის კინოთეატრთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ


პოლიციელები ბათუმის კინოთეატრ "აპოლოსთან"
პოლიციელები ბათუმის კინოთეატრ "აპოლოსთან"

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს ორასამდე მოქალაქე. აქციის ორგანიზატორები თავს ბათუმელ კონსერვატორებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საპროტესტო შეძახილებით ხვდებოდნენ კინოთეატრში 22 საათზე დანიშნულ სეანსზე მისულ მაყურებელს, შენობის შესასვლელისკენ ისროლეს კვერცხები და მაშხალები და რამდენჯერმე სცადეს პოლიციელთა რიგების გარღვევა და კინოთეატრში შესვლა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი მედიის მიმართაც.

„აპოლოსთან“ რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG