Accessibility links

site logo site logo

„ბიბლიური თავისუფლება": ჩვენს ყოფილ მღვდელს წესს არ უგებენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები


მართლმადიდებელ სასულიერო პირების მიმართ „ბიბლიური თავისუფლება" მიმართვას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, წინა კვირის სამშაბათს ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, „ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი ინფორმაციით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა; მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს“, - აცხადებს „ბიბლიური თავისუფლება“.

როგორც „ბიბლიური თავისუფლება“ იტყობინება, „ამ შემთხვევის გამო, კვირას გასცეს ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პირი აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს“.

„გირჩის“ წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის ასარიდებლად მღვდელმთავრის მოწმობებს აძლევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG