Accessibility links

ფოტოგალერეა: კარვები პარლამენტთან

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე კარვები 2019 წლის 14 ნოემბერს, ღამით გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, "ქართული ოცნების" უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.


XS
SM
MD
LG