Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: სამართალდამცავებმა ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სამართალდამცავებს პარლამენტის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა. ყოველგვარი დაშავების გარეშე. პრაქტიკულად ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, სადაც მომხდარის გამო პასუხისმგებლობა მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციასაც დააკისრა:

ვწუხვარ რაც მოხდა პარლამენტის წინ, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისათვის, ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისი დროს წინა ხაზზე დგანან“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მან ოპოზიციას ურჩია არჩევნებისთვის მოემზადონ და მათი მხარდაჭერა მოიპოვონ.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დღის 3 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG