Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-დღიანი პატიმრობა ზუკა ბერძენიშვილს - მოსამართლემ გადაწყვეტილებები გამოაცხადა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ზუკა ბერძენიშვილის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ბექა ბასილაიას - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონს - 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; გიორგი ბუნტურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; გურამ მჭედლიშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში შეკრებილი მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა.

18 ნოემბერს მიტინგზე დაკავებული 37 პირის საქმიდან მოსამართლემ სულ 25 პირის სასამართლო პროცესი გადადო.

მოსამართლე საქმეების განხილვას ცალ-ცალკე აპირებს.

პროცესების გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავეს.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG