Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დადებითად დავით ბაქრაძეს აფასებენ


მოსახლეობის 56% დადებითად არის განწყობილი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიმართ, გვაუწყა ამერიკულმა კვლევითი ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“, რომელმაც საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ბაქრაძე ლიდერობს პოლიტიკოსთა შორის.

მიმართვის პასუხად, შეაფასეთ შემდეგი ადამიანები პოლიტიკოსის რანგში, მონაცემები ასე ნაწილდება:

დავით ბაქრაძე: 56% - დადებითი; 44% - უარყოფითი;

კახა კალაძე: 50% - დადებითი; 50% - უარყოფითი;

შალვა ნათელაშვილი: 49% - დადებითი; 51% - უარყოფითი;

ალეკო ელისაშვილი: 48% - დადებითი; 52% - უარყოფითი;

გრიგოლ ვაშაძე: 46% - დადებითი; 54% - უარყოფითი;

გიორგი გახარია: 45% - დადებითი; 55% - უარყოფითი;

მიხეილ სააკაშვილი: 45% - დადებითი; 55% - უარყოფითი;

გიორგი ვაშაძე: 45% - დადებითი; 55% - უარყოფითი;

ნიკა მელია: 40% - დადებითი; 60% - უარყოფითი;

ირაკლი ღარიბაშვილი: 40% - დადებითი; 60% - უარყოფითი;

ბიძინა ივანიშვილი: 39% - დადებითი; 61% - უარყოფითი.

დავით უსუფაშვილი: 38% - დადებითი; 62% - უარყოფითი;

გიგი უგულავა: 36% - დადებითი; 64% - უარყოფითი;

არჩილ თალაკვაძე: 35% - დადებითი; 65% - უარყოფითი;

ელენე ხოშტარია: 35% - დადებითი; 65% - უარყოფითი;

ირმა ინაშვილი: 34% - დადებითი; 66% - უარყოფითი;

ნინო ბურჯანაძე: 34% - დადებითი; 66% - უარყოფითი;

სალომე სამადაშვილი: 31% - დადებითი; 69% - უარყოფითი;

გიგა ბოკერია: 25% - დადებითი; 75% - უარყოფითი;

ზურაბ ჯაფარიძე: 16% - დადებითი; 84% - უარყოფითი.

მეთოდოლოგია

„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

XS
SM
MD
LG