Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმ „კომეტების“ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს


საზოგადოება „ზნეობის“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ფილმის „კომეტების“ ჩვენებას.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი კინოსეანსის ბოლომდე დარჩებიან და კვირას ამ და კიდევ ორი სხვა უცხოური ფილმის ჩვენებაზეც მივლენ.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა შვილებმა აქ უბრალოდ არ შემოისეირნონ, ნახონ, რომ პროტესტია და აქ რაღაც სახიფათო გადის. ჩვენ გვინდოდა შესვლა კინოჩვენებაზე და რეჟისორთან შეხვედრა, მაგრამ ბილეთები ვერ ვიშოვეთ. ჩვენი აქ დგომა არის გზავნილი ჩვენი მთავრობისთვის, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, არა მარტო აქ, არამედ ტელევიზიებში, სკოლებში, ყველგან შეწყდეს და აიკრძალოს მთავრობის დონეზე“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

თამარ შავგულიძის ფილმს „კომეტებს“, რომელიც ორი შუახნის ქალის ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიას აღწერს, თბილისის კინოფესტივალზე აჩვენებენ. ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე, სექცია „დებიუტში“ შედგა და ახლა ევროპული ჩვენებებისთვის ემზადება.

8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ ლევან აკინის ნამუშევრის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასაც აპროტესტებდნენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG