Accessibility links

logo-print logo-print

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს ორგანიზებული ჯგუფი უპირისპირდება


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების აქციას (სახელწოდებით "რამდენს ბედავთ?") პერიოდულად თავს ესხმიან აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები.

პოლიცია მხოლოდ უშუალო შეხლა-შემოხლის შემდეგ ერევა საქმეში და მათ ადგილიდან დროებით განარიდებს.

აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან „გაბედეს" წარმომადგენლები დააკავეს. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 7 პირია დაკავებული მცხეთაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG