Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგალერეა: მასშტაბური საპროტესტო გამოხმაურება

მეორე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეები ტოვებენ საპროტესტო წარწერებს საჯარო სივრცეებსა და შენობებზე.
ხალხი აპროტესტებს 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას და მოითხოვს პასუხისმგებელი პირების დასჯას.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღვოდა მოზარდის გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში. ლუკა სირაძე პოლიციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 10 დეკემბერს „მწვანე სკოლაში“ მოსაწავლეებს და მასწავლებლებს კედლებზე ათობით წარწერა დახვდათ.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG