Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ. დაცვის მხარე აღკვეთის ზომის გაუქმებას ითხოვდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს. საქმის განხილვა 24 დეკემბერს გაგრძელდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში 27 ივლისიდან იმყოფება. „გამარჯვებული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG